ვლადიმერ პუტინი რაულ ხაჯიმბას შეხვდა
ვლადიმერ პუტინი რაულ ხაჯიმბას შეხვდა

სოჭში რუსეთის პრეზიდენტისა და აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის რაულ ხაჯიმბას შეხვედრა შედგა. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აუცილებელია, აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების დაჩქარება.

„ჩვენი ურთიერთობები განსაკუთრებული, სტრატეგიული და მოკავშირეობრივი ხასიათისაა. სავაჭრო ბრუნვა იზრდება, თუმცა მცირე ტემპით, ხუთი პროცენტით გასულ წელს, ორი პროცენტით მიმდინარე წლის 9-10 თვეში“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საკითხებს, რომელთა განხილვასაც რუსეთის ლიდერთან მოელის. რაულ ხაჯიმბამ ასევე საქმის კურსში ჩააყენა ვლადიმერ პუტინი თავდაცვითი საინფორმაციო-სააკოორდინაციო ცენტრის ხაზით მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებითაც.

„მიმდინარე წელს 94-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდა, რომელიც ჩვენს სამხედრო უწყებებს შორის ურთიერთქმედების ინტენსივობას ადასტურებს“, – განაცხადა ხაჯიმბამ.