ვლადიმერ პუტინი- რამდენიმე ქვეყანა ცდილობს, იგნორირება გაუკეთოს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს
ვლადიმერ პუტინი- რამდენიმე ქვეყანა ცდილობს, იგნორირება გაუკეთოს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს

როდესაც ზოგიერთი ქვეყანა სამხედრო ძალას გაერო-ს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით იყენებს,  ტერორისტები სარგებლობენ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა უსაფრთხოების სფეროს უმაღლესი წარმომადგენლების შეხვედრაზე გაგზავნილ მიმართვაში განაცხადა.

მიმართვის ტექსტი შეხვედრის მონაწილეებს რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა წაუკითხა.

„დღეს გლობალურ და რეგიონულ დონეზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა განსაკუთრებით მწვავე საკითხია. დიდწილად ეს დაკავშირებულია ფაქტთან, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის რამდენიმე წევრი სულ უფრო ხშირად ცდილობს იგნორირება გაუკეთოს საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს“, – ნათქვამია ვლადიმერ პუტინის განცხადებაში.