ვლადიმერ პუტინი პირველი რუსულ-არაბული სამიტის ფარგლებში, არაბული ქვეყნის ლიდერებს რუსეთში იწვევს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირველ რუსულ-არაბულ სამიტს 15 ოქტომბერს უმასპინძლებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, პუტინმა არაბული ქვეყნების ლიდერები და არაბული ქვეყნების ლიგის გენერალური მდივანი მიიწვია.
„დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა წვლილს შეიტანს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთსასარგებლო, მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაში. ასევე დაეხმარება გზების ძიებაში, რათა ურუნველვყოთ მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში“, – ნათქვამია პუტინის სახელით გავრცელებულ მოსაწვევ ტექსტში.