ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს შეხვდა
ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს შეხვდა

ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტთან, ანატოლი ბიბილოვთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთის სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების და სოციალურ-ეკონომიკურ უზრუნველყოფას სამომავლოდაც გააგრძელებს. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მოსკოვს სამხრეთ ოსეთის დასახმარებლად რამდენიმე პროგრამა აქვს.

„ვიცი, რომ ივნისში თქვენ საპარლამენტო არჩევნები გაქვთ და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გააკეთებთ არჩევნების კანონის შესაბამისად ჩასატარებლად. ჩვენი მხრიდან, დამკვირვებლებს გამოვგზავნით“, – თქვა პუტინმა.

თავის მხრივ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა რუსეთის პრეზიდენტს მოსკოვში მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულება არსებით გავლენას ახდენს სამხრეთ ოსეთის ეკონომიკურ განვითარებაზე.