ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ ყირიმში, რუსეთთან დამაკავშირებელი ხიდის გახსნის ცერემონიას დაესწრება
ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ ყირიმში, რუსეთთან დამაკავშირებელი ხიდის გახსნის ცერემონიას დაესწრება

რუსეთის პრეზიდენტი დღეს ოკუპირებულ ყირიმში, რუსეთთან დამაკავშირებელი ხიდის გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. გავრცელებული ცნობით, 19 კმ-იანი სიგრძის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ორივე ნაპირიდან ერთდროულად დაიწყება.

ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპირების შემდეგ, 2014 წელს ვლადიმერ პუტინმა ტერიტორიის კრასნოდარის მხარესთან დასაკავშირებლად, ქერჩის ყურეზე ხიდის მშენებლობის განკარგულება გასცა.

ყირიმის ანექსია 2014 წლის 23 თებერვალს სევასტოპოლში რეფერენდუმის მოთხოვნით გამართული აქციით დაიწყო.  ხუთი დღის შემდეგ კი რუსულმა ჯარმა ყირიმის უმაღლესი საბჭოს შენობა და სტრატეგიული ობიექტები დაიკავა. დაინიშნა ახალი მთავრობა. 16 მარტს  ჩატარებული .წ. რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, ვლადიმერ პუტინმა  18 მარტს ყირიმის რუსეთისთვის მიერთების დოკუმენტს მოაწერა ხელი.