ვლადიმერ პუტინი ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შეხვდება
ვლადიმერ პუტინი ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოჭში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება.

როგორც რუსული მედია კრემლზე დაყრდნობით წერს, სამმხრივი სამიტის დაწყებამდე, რუსეთის პრეზიდენტი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან მოლაპარაკებებს ცალ-ცალკე გამართავს. შეხვედრის მიზანი ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების პერსპექტივების განხილვა იქნება.

„დაგეგმილია რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის 2020 წლის 9 ნოემბრის, 2021 წლის 11 იანვრისა და 2021 წლის 26 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმებების შესრულების, ასევე ამიერკავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების შემდგომი ნაბიჯების განხილვა“, – ნათქვამია განცხადებაში.