ვლადიმერ პუტინი ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა
ვლადიმერ პუტინი ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სომხეთის კრიზისის ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინს და სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

„განხილულ იქნა სომხეთში არსებული ვითარება. პუტინმა ისაუბრა სომხეთში წესრიგისა და სიმშვიდის შენარჩუნების, კანონის ფარგლებში ვითარების მოგვარების სასარგებლოდ. რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა ასევე მოუწოდა ყველა მხარეს თავშეკავებისკენ“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.