ვლადიმერ პუტინი - ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს კარგად ესმის, რომ რუსეთს არასდროს ჰქონია, არ აქვს და არც ექნება არანაირი სურვილი, ვინმეს თავს დაესხას
ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს კარგად ესმის, რომ რუსეთს არასდროს ჰქონია, არ აქვს და არც ექნება არანაირი სურვილი, ვინმეს თავს დაესხას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პეკინში, სლოვაკეთის პრემეირ- მინისტრთან, რობერტ ფიცოსთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მტკიცება, რომ რუსეთი ევროპაზე თავდასხმას გეგმავს, წარმოადგენს პროვოკაციას ან სრულ არაკომპეტენტურობას.
„ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს ძალიან კარგად ესმის, რომ რუსეთს არასდროს ჰქონია, არ აქვს და არც ექნება არანაირი სურვილი, ვინმეს თავს დაესხას.
სლოვაკეთი, როგორც ვიცით, არის ევროკავშირის და ნატო-ს წევრი. თქვენ შეგიძლიათ, მისცეთ საკუთარ თავს უფლება, ისინი აკრიტიკოთ, რადგან ეს არის თქვენი ოჯახი. მე არ მინდა, თქვენ ჩაგაყენოთ რთულ მდგომარეობაში და ნატო-სა და ევროკავშირის კრიტიკით დაგაკავოთ. არ მინდა, ისინი შევადარო ქვეწარმავლებს, ცხოველებს“, – განაცხადა პუტინმა.