ვლადიმერ პუტინი - მზად ვართ, დროებით შევწყვიტოთ საომარი მოქმედებები, რათა ჟურნალისტებმა შეძლონ ალყაშემორტყმულ კუპიანსკსა და პოკროვსკში შესვლა, ნახონ რა ხდება, ესაუბრონ უკრაინელ სამხედროებს
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კუპიანსკსა და პოკროვსკში უკრაინის შეიარაღებული ძალები ალყაში არიან მოქცეულნი.
პუტინის მტკიცებით, რუსეთი მზადაა, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები ალყაშემორტყმულ ზონაში, ვიდრე იქ მედიასაშუალებები იქნებიან წარმოდგენილი.
„ჩვენ მზად ვართ, შევწყვიტოთ საომარი მოქმედებები გარკვეული დროით, რამდენიმე საათით, ორით, სამით, ექვსი საათით, რათა ჟურნალისტების ჯგუფმა შეძლოს ამ დასახლებულ პუნქტებში შესვლა, ნახონ, რა ხდება იქ, ესაუბრონ უკრაინელ სამხედროებს და გავიდნენ. ჩვენ მზად ვართ, ისინი გარკვეულ წერტილებში მივიყვანოთ, რათა მეორე მხარეს მყოფმა უკრაინულმა ჯარებმა მათი მიღება შეძლონ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ თავიდან ავიცილოთ უკრაინული მხრიდან პროვოკაციები“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, კიევმა ალყაში მოქცეული უკრაინელების ბედი უნდა გადაწყვიტოს.