ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთმა ახალი თაობის ბირთვული იარაღი გამოცადა
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთმა ახალი თაობის ბირთვული იარაღი გამოცადა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მსოფლიოში არავინ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან პოტენციურმა მტრებმა რუსეთის ბირთვული არსენალის შესახებ ყველაფერი იციან.

„მტრის რაკეტის გაშვების აღმოჩენის მომენტიდან, არ აქვს მნიშვნელობა, საიდან მოდის იგი, მსოფლიო ოკეანეების ნებისმიერი წერტილიდან თუ ნებისმიერი ტერიტორიიდან, საპასუხო კონტრშეტევისას იმდენი ასეული ჩვენი რაკეტა გამოჩნდება ჰაერში ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით, რომ არცერთ მტერს არ ექნება გადარჩენის შანსი“, – განაცხადა პუტინმა სოჭში, სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ ყოველწლიურ სესიაზე გამოსვლისას.

ვლადიმერ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა თითქმის დაასრულა მუშაობა ატომურ საკონტინენტთაშორისო სარაკეტო სისტემა „სარმატზე“ და წარმატებით გამოცადა ატომური ძრავის მქონე სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“.