ვლადიმერ პუტინი მოლდოვის ავტონომიური რეგიონის, გაგაუზიის ხელმძღვანელს შეხვდა და მხარდაჭერას დაჰპირდა
ვლადიმერ პუტინი მოლდოვის ავტონომიური რეგიონის, გაგაუზიის ხელმძღვანელს შეხვდა და მხარდაჭერას დაჰპირდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოლდოვის ავტონომიური რეგიონის, გაგაუზიის ხელმძღვანელს შეხვდა და მხარდაჭერას დაჰპირდა.

გაგაუზიის ხელმძღვანელი ევგენია გუცული სოციალურ ქსელში წერს, რომ პუტინთან განიხილა კომპლექსური რეგიონული და გეოპოლიტიკური საკითხები, რომელთა ეპიცენტრი რეგიონია.

„მე ვაცნობე ვლადიმერ პუტინს მოლდოვის ხელისუფლების უკანონო ქმედებების შესახებ, რომელიც შურს იძიებს ჩვენზე ჩვენი სამოქალაქო პოზიციისა და ეროვნული ინტერესებისადმი ერთგულების გამო. პუტინი დამპირდა, რომ მხარს დაუჭერს გაგაუზიას და გაგაუზიის ხალხს ჩვენი კანონიერი უფლებების, უფლებამოსილებისა და საერთაშორისო არენაზე პოზიციების დაცვაში“, – განაცხადა ევგენია გუცულმა.