ვლადიმერ პუტინი - მეზობელ ქვეყნებს ვურჩევ, არ მოახდინონ ვითარების ესკალაცია, არ დააწესონ არავითარი შეზღუდვები
ვლადიმერ პუტინი - მეზობელ ქვეყნებს ვურჩევ, არ მოახდინონ ვითარების ესკალაცია, არ დააწესონ არავითარი შეზღუდვები

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მეზობელ ქვეყნებს ურჩევს, არ გაამძაფრონ სიტუაცია და არ დააწესონ შეზღუდვები. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ბორან „მარშალ როკოსოვსკიზე“ დროშის აღმართვის ცერემონიაზე განაცხადა.

„მათ ვურჩევდი, არ მოახდინონ ვითარების ესკალაცია, არ დააწესონ არავითარი შეზღუდვები. ჩვენ ვასრულებთ ყველა ჩვენს ვალდებულებას და გავაგრძელებთ მათ შესრულებას. ჩვენ აქ ვერ ვხედავთ სიტუაციის ესკალაციის ან ჩვენი ურთიერთობების გამწვავების აუცილებლობას“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

დატოვე კომენტარი