ვლადიმერ პუტინი - ლონდონის მიერ სკრიპალების საქმეზე ეჭვმიტანილებად დასახელებული პირები ვიპოვეთ
ვლადიმერ პუტინი - ლონდონის მიერ სკრიპალების საქმეზე ეჭვმიტანილებად დასახელებული პირები ვიპოვეთ

ლონდონის მიერ სკრიპალების საქმეში ეჭვმიტანილებად ცნობილი ორი ადამიანი ვიპოვეთ, ორივე სამოქალაქო პირია და მათ კრიმინალური წარსული არ აქვთ, – ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვლადივასტოკში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

„რა თქმა უნდა, შევხედეთ, ვინ არიან ეს ადამიანები. ჩვენ ისინი ვიპოვეთ. მათში არაფერი განსაკუთრებული და კრიმინალური არ არის. იმედი მაქვს, ეს პირები  ჟურნალისტებთან თავად გამოჩნდებიან“, – განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ სკოტლანდ იარდმა რუსი ყოფილი ორმაგი ჯაშუშის და მისი ქალიშვილის მოწამვლაში ეჭვმიტანილი პირების ვინაობა რამდენიმე დღის წინ დაასახელა. როგორც ლონდონში ამტკიცებენ, ორივე პირი რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელია და ისინი კრემლის დავალებით მოქმედებდნენ.