ვლადიმერ პუტინი კრემლში დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს ხვდება
ვლადიმერ პუტინი კრემლში დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს ხვდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კრემლში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს ხვდება.

სტივ უიტკოფი მოსკოვში დღეს ჩავიდა. მას აეროპორტში უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი დახვდა.

სტივ უიტკოფი რუსეთში წელს უკვე მეხუთედ ჩავიდა. მოსკოვში მისი უკანასკნელი ვიზიტი 25 აპრილს შედგა, მანამდე, 11 აპრილს კი ის სანკტ-პეტერბურგში იმყოფებოდა.