ვლადიმერ პუტინი კრემლში ანატოლი ბიბილოვს შეხვდა
ვლადიმერ პუტინი კრემლში ანატოლი ბიბილოვს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კრემლში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

„ზოგადად ურთიერთობები ვითარდება აღმავალი ხაზით, კარგად. გასულ წელს დავაფიქსირეთ სავაჭრო ბრუნვის ზრდა, რაც არ შეიძლება, არ გვახარებდეს. შესრულებულია საინვესტიციო პროგრამაც 3,4 მილიარდის მოცულობით. ვიცი, რომ თქვენ ამასთან დაკავშირებით გარკვეული მოსაზრებები გაქვთ, როგორ შეიძლება ვიმოძრაოთ შემდეგ და რა არის პრიორიტეტული რესპუბლიკისთვის“, – აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა სეპარატისტული რეჟიმის ლიდერთან შეხვედრისას.

თავის მხრივ, ანატოლი ბიბილოვმა რუსეთის პრეზიდენტს შეხევდრის შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა და რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მჭიდრო ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება.