კორონავირუსის გამო, რუსეთში არასამუშაო კვირა 30 აპრილამდე გახანგრძლივდა
კორონავირუსის გამო, რუსეთში არასამუშაო კვირა 30 აპრილამდე გახანგრძლივდა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსახლეობას მიმართა.

რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო ქვეყანაში არასამუშაო კვირა 30 აპრილამდე გახანგრძლივდა, ამ დროის განმავლობაში მოსახლეობა ანზღაურებას მიიღებს.

მისივე თქმით, მუშაობას გააგრძელებს სასურსათო მაღაზიები, ასევე სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები.

პუტინის განცხადებით, მოსკოვში ეპიდემიას პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია და ჯერ მდგომარეობა რადიკალურად არ შეცვლილა.

რუსეთის პრეზიდენტმა მოუწოდა მოსახლეობას დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

2 აპრილის მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით 3548 ადამიანია დაინფიცირებული, აქედან 2475 მოსკოვში, დაიღუპა 30.