ვლადიმერ პუტინი - კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის შედეგებმა კარგი საფუძველი შექმნა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მომავალი კომპრომისებისთვის
ვლადიმერ პუტინი - კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის შედეგებმა კარგი საფუძველი შექმნა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მომავალი კომპრომისებისთვის

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის შედეგებმა კარგი საფუძველი შექმნა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მომავალი კომპრომისებისთვის, – მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ერევანში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის შეხვედრაზე განაცხადა.

პუტინის თქმით, დელიმიტაციის, სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვისა და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების შესახებ შეთანხმებების თანმიმდევრული განხორციელებით, შესაძლებელია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების სტაბილური ნორმალიზაცია.

რუსეთის პრეზიდენტის განმარტებით, იმედი აქვს, ამით ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადება შესაძლებელი გახდება.

პუტინის თქმით, სომხურ-აზერბაიჯანული საკითხის დარეგულირება ყურადღებას მოითხოვს. რუსეთის პრეზიდენტმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაფართოების შესახებაც განაცხადა.