ვლადიმერ პუტინი – კოლექტიური დასავლეთის რუსოფობიური ნაწილი რუსეთს ებრძვის, თუმცა ქვეყანა მაინც წინ მიიწევს და წარმატებებს აღწევს

19:39, 13.07.2026

კოლექტიური დასავლეთის რუსოფობიური ნაწილი რუსეთს ებრძვის, თუმცა ქვეყანა მაინც წინ მიიწევს და წარმატებებს აღწევს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „სახალხო ფრონტის“ ფორუმზე – „ყველაფერი გამარჯვებისთვის!“ – სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ხშირად სვამენ კითხვას, როგორ ხდება, რომ ე.წ. კოლექტიური დასავლეთის მთელი რუსოფობიური, აგრესიული ნაწილი გვებრძვის, ჩვენ კი ვავითარებთ ეკონომიკას, ვაძლიერებთ ჩვენს ფინანსებს, ვაუმჯობესებთ შეიარაღებულ ძალებს, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სფეროში ახალ შედეგებს ვაღწევთ და წინ მივიწევთ. ჩვენი ბიჭები, ჩვენი მებრძოლები წინ მიიწევენ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ამასთან, მისივე თქმით, ეს შედეგები ნაწილობრივ განპირობებულია „სახალხო ფრონტის“ მუშაობით, რომელმაც ქვეყნის 20 მილიონზე მეტი მოქალაქე გააერთიანა.

მსგავსი