ვლადიმერ პუტინი - ხერსონის მცხოვრებლები უნდა გაიყვანონ ყველაზე საშიში ქმედებების ზონიდან, რადგან მოსახლეობა სამხედრო მოქმედებების გამო არ უნდა იტანჯებოდეს
ვლადიმერ პუტინი - ხერსონის მცხოვრებლები უნდა გაიყვანონ ყველაზე საშიში ქმედებების ზონიდან, რადგან მოსახლეობა სამხედრო მოქმედებების გამო არ უნდა იტანჯებოდეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხერსონიდან მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროებაზე საუბრობს. როგორც სამთავრობო აქტივისტებთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, ხერსონი ახლა  ყველაზე საშიში მოქმედებების ზონაა.

„ახლა, რა თქმა უნდა, ისინი, ვინც ხერსონში ცხოვრობს, უნდა გაიყვანონ ყველაზე საშიში ქმედებების ზონიდან. მოსახლეობა არ უნდა იტანჯებოდეს ცეცხლის გახსნის გამო, რამე შეტევითი ან კონტრშეტევითი და სხვა სახის ღონისძიებებისგან, რომლებიც სამხედრო მოქმედებებს უკავშირდება“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის ხელისუფლებამ ანექსირებული ხერსონიდან მოსახლეობის გაყვანა ოქტომბრის დასაწყისიდან დაიწყო. უკრაინის ხელისუფლება ფაქტს მოსახლეობის იძულებით დეპორტაციად აფასებს, რაც ომის დანაშაულია.