ვლადიმერ პუტინი – ხალხი ხელისუფლების წყაროა, მოქალაქეთა საკონსტიტუციო უფლება, განსაზღვრონ ქვეყნის განვითარების გზა, ურყევია, ეს არის დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტების საფუძველი
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მისი პარტიის მოვალეობაა, ყველაფერი გააკეთოს გამარჯვებისთვის.
პუტინის თქმით, გრძელდება „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ და რაც უფრო რთულდება ვითარება ფრონტზე მოწინააღმდეგისთვის, მით უფრო სასტიკ და, მისივე შეფასებით, „ბარბაროსულ“ თავდასხმებს ახორციელებს კიევის ხელისუფლება.
პუტინის განცხადებით, რუსეთი ყველაზე რთულ პირობებშიც კი არ დაიხევს უკან და მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარებს არჩევნებს.
„ხალხი ხელისუფლების წყაროა. მოქალაქეთა საკონსტიტუციო უფლება, აირჩიონ საკუთარი წარმომადგენლები და განსაზღვრონ ქვეყნის განვითარების გზა, ურყევია. ეს არის დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმურობისა და ქმედუნარიანობის საფუძველი“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
ვლადიმერ პუტინის განმარტებით, მოახლოებული არჩევნები დაადასტურებს რუსეთის სტაბილურობასა და ნებისმიერი გარე საფრთხის წინაშე წინააღმდეგობის გაწევის უნარს.