ვლადიმერ პუტინი – კალინინგრადზე ან რუსეთის სხვა რეგიონებზე პირდაპირი თავდასხმის შემთხვევაში, რუსეთის განკარგულებაში არსებული ყველა სახის შეიარაღების გამოყენების საკითხი დღის წესრიგში დადგება

22:10, 01.10.2026

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კალინინგრადის ოლქზე ან რუსეთის სხვა რეგიონებზე პირდაპირი თავდასხმის შემთხვევაში რუსეთის განკარგულებაში არსებული ყველა სახის შეიარაღების გამოყენების საკითხი „აუცილებლად და დაუყოვნებლივ“ დადგება დღის წესრიგში.

„თუ საქმე რუსეთის ფედერაციაზე პირდაპირ თავდასხმამდე მივა, ამ შემთხვევაში კალინინგრადი იგულისხმება, თუმცა შეიძლება, სხვა ტერიტორიებიც, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში აუცილებლად და დაუყოვნებლივ დადგება რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი ქვეყნის განკარგულებაში არსებული ყველა სახის შეიარაღების გამოყენების საკითხი. ეს გარდაუვალია“,- განაცხადა პუტინმა.

მსგავსი