ვლადიმერ პუტინი ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე - რუსეთი სახანძრო ბრიგადა არ არის, რომ ყველაფერი გადაარჩინოს, რაც მასზე ბოლომდე არ არის დამოკიდებული
ვლადიმერ პუტინი ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე - რუსეთი სახანძრო ბრიგადა არ არის, რომ ყველაფერი გადაარჩინოს, რაც მასზე ბოლომდე არ არის დამოკიდებული

რუსეთი სახანძრო ბრიგადა არ არის, რომ ყველაფერი გადაარჩინოს, რაც მასზე ბოლომდე არ არის დამოკიდებული, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა.

ავსტრიის პრეზიდენტთან, სოჭში გამართულ შეხვედრაზე, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ რუსეთმა თავისი როლი ითამაშა, თუმცა ვითარება დამოკიდებულია ყველა მოთამაშეზე, მათ შორის აშშ-ზე, ევროპის ქვეყნებსა და ირანზე.

„ამერიკელებმა შეთანხმება დატოვეს, შეთანხმება ინგრევა, ევროპული ქვეყნები ვერაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად. ვერ შეძლეს რეალური მუშაობა ირანთან, რომ ეკონომიკური დანაკარგების კომპენსირება მოეხდინა. როდესაც ირანი საპასუხო ნაბიჯს გადადგამს, რომ ის ტოვებს რაღაცას, მომდევნო დღიდან ყველა დაივიწყებს, რომ აშშ-ი იყო შეთანხმების განადგურების ინიციატორი და დანაშაულის ტვირთი ირანზე იქნება“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.