მოსკოვში დღეს ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია გაიმართება
მოსკოვში დღეს ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია გაიმართება

მოსკოვში დღეს  ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია გაიმართება. პუტინი რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობას მეოთხე ვადით დაიკავებს.

ინაუგურაციის ცერემონიის დაწყებამდე ვლადიმერ პუტინი მთავრობის წევრებს შეხვდა და დიმიტრი მედვედევის მინისტრთა კაბინეტს შესრულებული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ინაუგურაციის ცერემონია ტრადიციული სცენარით გაიმართება.

პრეზიდენტი   სახელმწიფო დუმას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს  განსახილველად ინაუგურაციის შემდეგ წარუდგენს.

რუსეთის კონსტიტუციის თანახმად, პრემიერის წარდგენის ვადა შეზღუდული არ არის.

ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე რუსეთის ათობით ქალაქში ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები გაიმართა, რა დროსაც პოლიციამ 1600-მდე ადამიანი დააკავა. მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება დაგმო ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა.

 

დატოვე კომენტარი