ვლადიმერ პუტინი - გვსურს, ბელარუსი ხალხი გარე წნეხისა და კარნახის გარეშე გაერკვეს ქვეყნის შიგნით შექმნილ ვითარებაში
ვლადიმერ პუტინი - გვსურს, ბელარუსი ხალხი გარე წნეხისა და კარნახის გარეშე გაერკვეს ქვეყნის შიგნით შექმნილ ვითარებაში

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ბელარუსის მოსახლეობა დამოუკიდებლად უნდა გაერკვეს ქვეყნის შიგნით შექმნილ სიტუაციაში. ამის შესახებ პუტინმა ბელარუს კოლეგასთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ გვსურს, რომ ბელარუსი ხალხი თავად, გარე წნეხისა და კარნახის გარეშე მშვიდ რეჟიმში და დიალოგის მეშვეობით გაერკვიოს ამ სიტუაციაში და საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდეს“, – განაცხადა პუტინმა.

შეხვედრისას, რუსეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსში დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიესალმება და მოსკოვი ყველა იმ შეთანხმების ერთგული რჩება, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს.

შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბელარუსი რუსეთის უახლოესი მოკავშირეა.

დატოვე კომენტარი