ვლადიმერ პუტინი - გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ ევროკავშირისთვის აუცილებელი პროექტია
ვლადიმერ პუტინი - გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ ევროკავშირისთვის აუცილებელი პროექტია

გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ ევროკავშირისთვის აუცილებელი პროექტია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ფინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, ბუნებრივი აირის მოხმარების მოცულობა იზრდება და ეს ტენდენციაა ევროპაშიც.

„გასულ წელს გაზპრომმა ევროკავშირის ქვეყნებში გაზის მიწოდება 13%-ით გაზარდა. ევროპის ქვეყნებში, მაგალითად ნორვეგიასა და ბრიტანეთში საკუთარი რესურსები მცირდება. რუსეთი ევროპაში გაზის ოპტიმალური მიმწოდებელია“ – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინმა ასევე თქვა, რომ რუსეთი მზად არის, ევროპის ბაზარზე კონკურენცია გაუწიოს ბუნებრივი აირის სხვა მიმწოდებლებს, თუ კონკურენცია სამართლიანი იქნება. პროექტის მშენებლობას აშშ-ი ეწინააღმდეგება.

ვაშინგტონში ამბობენ, რომ მილსადენის გაყვანის შემთხვევაში, რუსეთი პოლიტიკურ ბერკეტს მიიღებს.