ვლადიმერ პუტინი – გარე მცდელობების მიუხედავად, დესტაბილიზაცია გამოიწვიონ საწვავისა და ენერგეტიკულ კომპლექსში, შიდა ეკონომიკის მდგომარეობა სტაბილურია
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ბაზარზე არსებული საწვავის პრობლემების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა სტაბილური რჩება. ამის შესახებ პუტინმა მთავრობის წევრებთან ეკონომიკის საკითხებზე გამართული შეხვედრის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, საწვავის სფეროში სირთულეები დროებითია და საერთო ეკონომიკურ დინამიკაზე გავლენას ვერ იქონიებს.
„გარე მცდელობების მიუხედავად, დესტაბილიზაცია გამოიწვიონ საწვავისა და ენერგეტიკულ კომპლექსში, შიდა ეკონომიკის მდგომარეობა, მისი ძირითადი სექტორები სტაბილურია. სირთულეები, რომლებსაც საწვავის სფეროში გვიქმნიან, დროებითია და საერთო ეკონომიკურ დინამიკაზე გავლენას ვერ იქონიებს“, – განაცხადა პუტინმა.