ვლადიმერ პუტინი - ევროკავშირში სომხეთის გაწევრიანების გეგმა განხილვას მოითხოვს, სწორი იქნებოდა, ჩატარებულიყო რეფერენდუმი და შემდეგ ჩვენ შესაბამის დასკვნებს გამოვიტანდით
ვლადიმერ პუტინი - ევროკავშირში სომხეთის გაწევრიანების გეგმა განხილვას მოითხოვს, სწორი იქნებოდა, ჩატარებულიყო რეფერენდუმი და შემდეგ ჩვენ შესაბამის დასკვნებს გამოვიტანდით

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ევროკავშირში სომხეთში გაწევრიანების გეგმა განსაკუთრებულ განხილვას მოითხოვს.

ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„რაც შეეხება სომხეთის გეგმებს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, ეს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ განხილვას მოითხოვს“, – აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, ეს საკითხი მას სომხეთის პრემიერ-მინისტრთან არაერთხელ განუხილავს.

„რამდენჯერმე ვუთხარი და ახლა საჯაროდაც შემიძლია გავიმეორო: ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველაფერს, რაც სომეხი ხალხისთვის სასარგებლოა. საუკუნეების განმავლობაში სომეხ ხალხთან განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს და თუ სომეხი ხალხისთვის ესა თუ ის გადაწყვეტილება სასარგებლოა, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით. თუმცა, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული უნდა გვქონდეს გარკვეული გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი პარტნიორებისთვის“, – აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, ევრაზიის ეკონომიკურ ფორუმზე შესაძლებელი იქნება სომხეთის ევროკავშირთან დაკავშირებული გეგმის განხილვა.

„ჩემი აზრით, სწორი იქნებოდა სომხეთის მოქალაქეების მიმართ, ჩვენდამი, როგორც მთავარი ეკონომიკური პარტნიორის მიმართ, რაც შეიძლება მალე განსაზღვრონ პოზიცია, მაგალითად, ჩატარებულიყო რეფერენდუმი. ეს ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ სავსებით ლოგიკური იქნებოდა. შემდეგ კი ჩვენ შესაბამის დასკვნებს გამოვიტანდით და შესაძლოა, მივყოლოდით ინტელიგენტურ და ურთიერთსასარგებლო „განქორწინებას““, – თქვა პუტინმა.