ვლადიმერ პუტინი - ევროკავშირი არ არის სამხედრო ორგანიზაცია, ამიტომ, რუსეთი არ არის ბლოკში უკრაინის შესვლის წინააღმდეგი
ვლადიმერ პუტინი - ევროკავშირი არ არის სამხედრო ორგანიზაცია, ამიტომ, რუსეთი არ არის ბლოკში უკრაინის შესვლის წინააღმდეგი

ევროკავშირი არ არის სამხედრო ორგანიზაცია, ამიტომ, რუსეთი არ არის ბლოკში უკრაინის შესვლის წინააღმდეგი, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინის თქმით, მოსკოვი მხოლოდ უკრაინის „სამხედრო განვითარებას“ აპროტესტებდა, ხოლო ნებისმიერ გაერთიანებაში ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ გადაწყვეტილებები თავად უკრაინელების გადასაწყვეტია.

„ევროკავშირი არ არის სამხედრო ორგანიზაცია, სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი, ნატო-სგან განსხვავებით, ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ყოველთვის ვამბობდი, ჩვენი პოზიცია აქ არის თანმიმდევრული, გასაგები: ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო. ჩვენ ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავით უკრაინის ტერიტორიის სამხედრო განვითარების, რადგან ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას. სწორედ ამის წინააღმდეგ ვიყავით, მაგრამ რაც შეეხება ეკონომიკურ ინტეგრაციას, ღვთის გულისთვის, ეს მათი არჩევანია“, – თქვა პუტინმა.