ვლადიმერ პუტინი - დონბასის კონფლიქტის დარეგულირების მთავარი საფუძველი არის მინსკის შეთანხმება
ვლადიმერ პუტინი - დონბასის კონფლიქტის დარეგულირების მთავარი საფუძველი არის მინსკის შეთანხმება

რუსეთი და გერმანია ფიქრობენ, რომ დონბასის კონფლიქტის დარეგულირების მთავარ საფუძველს მინსკის შეთანხმება წარმოადგენს – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა სოჭში, გერმანიის კანცლერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, მოსკოვი და ბერლინი „ნორმანდიის ფორმატში“ მუშაობას გააგრძელებენ.

პრესკონფერენციაზე მერკელმა თქვა, რომ გერმანიისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრის ორგანიზება უკვე დაიწყეს. ანგელა მერკელი ფიქრობს, რომ „ნორმანდიულ ფორმატში“ შეხვედრის მთავარი საკითხი დონბასში გაეროს სამშვიდობო მისიის განთავსება უნდა იყოს.