ვლადიმერ პუტინი – დონალდ ტრამპი კონსტრუქციული მუშაობისთვის არის განწყობილი, ჩვენ მხარს ვუჭერთ შეერთებულ შტატებთან სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენას
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პოზიტიური და კონსტრუქციული მუშაობისთვის არის განწყობილი, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
პუტინის თქმით, რუსეთი შეერთებულ შტატებთან სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენას უჭერს მხარს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ შეერთებულ შტატებთან სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენას, თუმცა ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ეს ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში ომზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების შანსი არსებობს.