ვლადიმერ პუტინი დღეს რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატებს შეხვდება
ვლადიმერ პუტინი დღეს რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატებს შეხვდება

ვლადიმერ პუტინი დღეს რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატებს შეხვდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„დღეს გაიმართება პუტინის შეხვედრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატებთან. მან ეს 2012 წელსაც გააკეთა და ასეთივე შეხვედრა შედგება დღეს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

როგორც კრემლის პრესმდივანმა აღნიშნა, რუსეთის არჩეული პრეზიდენტი სხვა კანდიდატებთან დიალოგის შენარჩუნებას აპირებს. ამას გარდა, პესკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინი დღეს საარჩევნო შტაბის თანათავმჯდომარეებსაც შეხვდება.

რუსეტში 18 მარტს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ვლადიმერ პუტინმა ხმების 76,66% დააგროვა. მეორე ადგილს რუსეთის კომუნისტური პარტიის კანდიდატი პაველ გრუდინინი იკავებს, რომელსაც ამომრჩეველთა 11,80%-მა დაუჭირა მხარი, მესამე ადგილზე ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ვლადიმერ ჟირინოვსი 5,66%-ით. ქსენია სობჩაკი მეოთხე ადგილზე გავიდა. მას ამომრჩეველთა 1,67%-მა დაუჭირა მხარი.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 67,74% შეადგინა.