ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი შესაძლოა, ერთმანეთს ვენაში შეხვდნენ
US President Donald Trump (R) and Russia's President Vladimir Putin walk together to take part in the "family photo" during the Asia-Pacific Economic Cooperation (APEC) leaders' summit in the central Vietnamese city of Danang on November 11, 2017. World leaders and senior business figures are gathering in the Vietnamese city of Danang this week for the annual 21-member APEC summit. / AFP PHOTO / POOL / JORGE SILVA (Photo credit should read JORGE SILVA/AFP/Getty Images)
რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტები შესაძლოა, ვენაში შეხვდნენ. როგორც Politico იუწყება პუტინისა და ტრამპის შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ მედიასთან პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ისაუბრა. მისივე თქმით, ვენაში შეხვედრის შესაძლებლობა ლიდერებმა 20 მარტს გამართულ სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს.
პესკოვის ინფორმაციით, ამავე თემაზე პუტინმა ავსტრიის კანცლერთან შეხვედრაზეც ისაუბრა. თუმცა, როგორც ცნობილია, შეხვედრის დრო და თარიღი ჯერ შეთანხმებული არ არის.
ტრამპთან შეხვედრის შესახებ ჩინეთში ვიზიტისას თავად პუტინმაც გააკეთა კომენტარი, მისი თქმით, „ბურთი ახლა ამერიკელების მოედანზეა“.
„როგორც კი ამერიკული მხარე მზად იქნება, ეს შეხვედრა შედგება. ჩემი სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.