ვლადიმერ პუტინი და ბენიამინ ნეთანიაჰუ ტრამპის მიერ გასაჯაროებულ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმას განიხილავენ
ვლადიმერ პუტინი და ბენიამინ ნეთანიაჰუ ტრამპის მიერ გასაჯაროებულ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმას განიხილავენ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს მოსკოვში დაგეგმილ შეხვედრაზე დონალდ ტრამპის მიერ გასაჯაროებულ ახლო აღმოავლეთის სამშვიდობო გეგმას განიხილავენ.

აღნიშნული ინფორმაცია თავად ნეთანიაჰუმ გამგზავრებამდე დაადასტურა. ამასთან, მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრელი განაგრძობს ტრამპის შეთავაზებული გეგმის ანალიზს. კრემლში იმედოვნებენ, რომ პუტინი ნეთანიაჰუსგან აღნიშნულ შეთანხმებასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას მიიღებს.

ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტი დარეგულირებისკენ მიმართულ გეგმას მხარადჭერას უცხადებს ისრაელის ხელისუფლება, თუმცა დონალდ ტრამპის ინიციატივას პალესტინის კატეგორიული წინააღმდეგობა შეხვდა.

28 იანვარს დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე „ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა“ წარადგინა, რომლის მიხედვითაც იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად რჩება, ხოლო პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქად ტრამპის გეგმაში იერუსალიმის აღმოსავლეთი ნაწილი მოიაზრება.