ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო მოსკოვში 9 სექტემბერს შეხვდებიან
ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო მოსკოვში 9 სექტემბერს შეხვდებიან

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მოსკოვში 9 სექტემბერს შეხვდებიან.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი აცხადებს, ბელარუს კოლეგასთან შეხვედრაზე ამ ორი ქვეყნის ინტეგრაციის საკითხებს განიხილავენ.

„ყოველ ჯერზე, პრეზიდენტების შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ინტეგრაციის საკითხი ერთ-ერთი უმთავრესი თემაა ხოლმე. ამჯერადაც ასე იქნება, მაგრამ დაველოდოთ დისკუსიის შედეგებს“, – აღნიშნა პესკოვმა.

გარდა ამისა, როგორც პესკოვი ამბობს, ბელარუსისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე ავღანეთში მიმდინარე მოვლენებიც განიხილება.