ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო 7 დეკემბერს სოჭში შეხვდებიან
ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო 7 დეკემბერს სოჭში შეხვდებიან

ბელარუსისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს 7 დეკემბერს სოჭში შეხვდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლი ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია, რა იქნება ვლადიმერ პუტინისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრისას განხილვის მთავარი თემა.

რამდენიმე დღის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელარუსი და რუსეთი ერთიანი პარლამენტისა და მთავრობის პროექტზე მუშაობენ. ამის შესახებ მედიასთან განცხადება რუსეთში ბელარუსის ელჩმა, ვლადიმირ სემაშკომ გააკეთა. როგორც სემაშკომ აღნიშნა, ერთობლივი პროექტების რეალიზაცია 2021 წლამდე არის დაგეგმილი. მოგვიანებით საელჩომ ეს ინფორმაცია უარყო.

მანამდე ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთთან არ მოაწერს ხელს არც ერთ შეთანხმებას, რომელიც ბელარუსის სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება.