ვლადიმერ პუტინი - ჩვენს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების მცდელობები თუ გაგრძელდება, რუსეთის პასუხი იქნება მკაცრი
ვლადიმერ პუტინი - ჩვენს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების მცდელობები თუ გაგრძელდება, რუსეთის პასუხი იქნება მკაცრი

ჩვენს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელების მცდელობები თუ გაგრძელდება, რუსეთის პასუხი იქნება მკაცრი, – აღნიშნულის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

პუტინის თქმით, ოპერატიული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ აფეთქებები, რომლებიც მოხდა 8 ოქტომბერს, არის ტერორისტული აქტი.

„კრიმინალისტიკური და სხვადასხვა ექსპერტიზა, ასევე, მოწოდებული ოპერატიული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ აფეთქებები, რომლებიც მოხდა 8 ოქტომბერს, არის ტერორისტული აქტი, რომელიც მიმართული იყო რუსეთის მნიშვნელოვანი სამოქალაქო კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებისკენ. ნათელია, რომ ამ ტერაქტის შემკვეთები, ორგანიზატორები და შემსრულებლები არიან უკრაინული სპეცსამსახურები. კიევის რეჟიმი დიდი ხანია იყენებს ტერორისტულ მეთოდებს. კიევის რეჟიმმა თავისი ქმედებებით საკუთარი თავი გაათანაბრა საერთაშორისო ტერორისტულ ფორმირებებთან. დღეს დილით, თავდაცვის სამინიტროს წინადადებებისა და რუსეთის გენშტაბის გეგმის საფუძველზე, მაღალი სიზუსტის შორი მანძილის საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო ბაზირების რაკეტებით განხორციელდა დარტყმები უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, სამხედრო-სამეთაურო პუნქტებსა და კავშირგაბმულობაზე. თუ ჩვენს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელების მცდელობები გაგრძელდება, რუსეთის პასუხი იქნება მკაცრი და მასშტაბებით გათანაბრდება რუსეთის ფედერაციისთვის შექმნილი საფრთხის დონესთან. ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს“, – განაცხადა პუტინმა.