ვლადიმერ პუტინი – ჩვენი სტრატეგიული კურსი, შეიარაღებული ძალების გაძლიერებისა და განვითარების კუთხით, უცვლელი რჩება
Russian President Vladimir Putin delivers his annual address to the Federal Assembly, in Moscow, Russia, February 29, 2024. Sputnik/Sergey Guneev/Kremlin via REUTERS ATTENTION EDITORS - THIS IMAGE WAS PROVIDED BY A THIRD PARTY.
დღეს, მსოფლიოში სწრაფი ცვლილებების კონტექსტში, ჩვენი სტრატეგიული კურსი შეიარაღებული ძალების გაძლიერების და განვითარების კუთხით, უცვლელი რჩება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისი თქმით, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავი ქვეყანაში სამშობლოს დამცველის წლად გამოცხადდა.
„ჩვენ გავაგრძელებთ არმიისა და საზღვაო ძალების საბრძოლო შესაძლებლობების გაუმჯობესებას, მათ საბრძოლო მზადყოფნას, როგორც რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს, მისი სუვერენული აწმყოსა და მომავლის გარანტიას, მის პროგრესულ განვითარებას. იარაღისა და აღჭურვილობის საბრძოლო გამოყენების ანალიზის გათვალისწინებით, ჩვენ გავაგრძელებთ შეიარაღებული ძალების შევსებას ახალი, თანამედროვე მოდელებით”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.