ვლადიმერ პუტინი - ჩრდილოეთ ნაკადი ორი ეკონომიკური პროექტია და სრულად დეპოლიტიზებული
ვლადიმერ პუტინი - ჩრდილოეთ ნაკადი ორი ეკონომიკური პროექტია და სრულად დეპოლიტიზებული

ჩრდილოეთ ნაკადი ორი ეკონომიკური პროექტია და სრულად დეპოლიტიზებულია – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ავსტრიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, აღნიშნული პროექტი უკრაინის ტეროტირიის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის ალტერნატივა არ იქნება.

„რუსეთი მხარს უჭერს ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის განხორციელებას, რომელიც ეკონომიკური და უფრო მეტად კომერციული პროექტია. პროექტის მონაწილეებმა შეაფასეს მოგება და ეკონომიკური მიღწევები და მივიდნენ დასკვნამდე, რომ მისი განხორციელება მიზანშეწონილია“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ავსტრიის კანცლერმა კი თქვა, რომ ოფიციალური ვენა პროექტს მხარს უჭერს, თუმცა ბევრ დეტალზე ჯერ კიდევ სამუშაოა.

ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის ფარგლებში რუსული გაზი გერმანიაში უნდა ჩავიდეს. მილსადენებმა კი ბალტიის ზღვის ფსკერზე უნდა გაიაროს.

პროექტს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნაწილი ეწინააღმდეგება, რომლებიც ფიქრობენ, რომ პროექტის განხორციელება რუსეთზე ევროპის დამოკიდებულებას გაზრდის.