ვლადიმერ პუტინი ჩინეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

13:26, 01.09.2025

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა და განუცხადა, რომ თურქეთი რუსეთისთვის „საიმედო პარტნიორია“.

შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ „რუსეთ-თურქეთის ენერგეტიკული პარტნიორობა სტრატეგიული ხასიათისაა“.

მისი თქმით, რუსეთი თურქეთისთვის ბუნებრივი აირის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია. ამასთან, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მადლობას უხდის თურქეთს რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარების მცდელობაში შეტანილი წვლილისთვის.

„მაისიდან სტამბოლში რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების სამი რაუნდი გაიმართა, რამაც ხელი შეუწყო პროგრესის მიღწევას რიგ პრაქტიკულ ჰუმანიტარულ საკითხებში“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ის სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებს ომის მშვიდობიანად მოგვარებისთვის ხელშეწყობად მიიჩნევს.

მსგავსი