ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა
ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთის ქალაქ თიენძინში ჩავიდა, სადაც შანხაის ორგანიზაციის თანამშრომლობის სამიტში იღებს მონაწილეობას.

როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ისტორიულად საუკეთესო ეტაპზეა. რუსეთის პრეზიდენტი ქვეყანაში ოთხი დღე დარჩება და ასევე დაესწრება სამხედრო აღლუმს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წლის იუბილეს ეძღვნება.

როგორც მედია წერს, ჩინეთში ვიზიტის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტი აგრეთვე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერთან. მათ შორის შეხვდება ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებს. შესაძლოა, გაიმართოს აუდიენცია ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთანაც.