ვლადიმერ პუტინი ჩინეთის პრეზიდენტს შეხვდა
ვლადიმერ პუტინი ჩინეთის პრეზიდენტს შეხვდა

მოსკოვში რუსეთის და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა.

ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის „საუკეთესო ურთიერთობების პერიოდი დგას“.

როგორც ვლადიმერ პუტინმა სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მნიშვნელოვან გლობალურ პრობლემებზე მოსკოვისა და პეკინის მოსაზრებები ერთმანეთთან ახლოს დგას.

რუსეთში ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის ლიდერი მონაწილეობას მიიღებს პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც 6-დან 8 ივნისამდე პერიოდში გაიმართება.