ვლადიმერ პუტინი – ჩემთვის არაფერია ცნობილი იმის შესახებ, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროპელმა ლიდერებმა ტრამპი გადაარწმუნეს, ვეჭვობ, ეს შესაძლებელი იყოს
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ეჭვი ეპარება, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ევროპელებმა უკრაინასთან დაკავშირებით პოზიცია შეაცვლევინეს.
პუტინის თქმით, ამის შესახებ მისთვის არაფერია ცნობილი.
„ჩემთვის არაფერია ცნობილი იმის შესახებ, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროპელმა ლიდერებმა აშშ-ის პრეზიდენტი გადაარწმუნეს და ვეჭვობ, ეს შესაძლებელი იყოს. აშშ-ის პრეზიდენტი მოწიფული და გამოცდილი პოლიტიკოსია. უკვე მეორედაა ხელისუფლებაში და, ვფიქრობ, იცის, რასაც აკეთებს. რა თქმა უნდა, ყველანი ადამიანები ვართ, ვუსმენთ ორივეს – ოპონენტებსა და მოკავშირეებს, ვითვალისწინებთ მათ მოსაზრებებს და შესაძლოა, შესწორება შევიტანოთ ჩვენს მოსაზრებებში, მაგრამ იმის თქმა, რომ ვიღაცამ სრულად გადაარწმუნა, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, უცნობია“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
პუტინის თქმით, 2025 წლის აგვისტოში ანკორაჯში გამართული მლაპარაკებები ფორმალური შეთანხმების გარეშე დასრულდა. მისივე თქმით, რუსეთი მზად არის, განაგრძოს მოლაპარაკებები ამერიკულ მხარესთან მოსკოვში.