ვლადიმერ პუტინი ბუდაპეშტში ვიქტორ ორბანს შეხვდება
ვლადიმერ პუტინი ბუდაპეშტში ვიქტორ ორბანს შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 30 ოქტომბერს ბუდაპეშტში უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდება.

კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერი ორმხრივ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ.

კრემლის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებების დროს განხილული იქნება რუსეთ-უნგრეთის ურთიერთობების საკითხი სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში, ასევე აქტუალური საერთაშორისო და რეგიონული თემები.