ვლადიმერ პუტინი – გენეტიკური კვლევების თანახმად, რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია, ამიტომ, ჩვენ ახლაც მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის და მძიმე ვითარებიდან გამოსავლის მოსაძებნად
ჩვენ ახლაც მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის და ამ მძიმე, რთული ვითარებიდან გამოსავლის მოსაძებნად, რადგან უკრაინელები ჩვენთვის ძალიან ახლობელი ხალხია, ხომ გესმით? – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადმიერ პუტინმა განაცხადა.
„რა უნდა ვთქვათ, ბოლო გენეტიკური კვლევები აჩვენებს, რომ სინამდვილეში ეს ერთი ხალხია – რუსები და უკრაინელები. თუ ვინმეს სხვაგვარად სურს აზროვნება, სხვაგვარად ფიქრი, კეთილი, ჩვენ ამას ვეთანხმებით. ასეთია რუსეთის ისტორიული განვითარების გზა, ასეთია დღევანდელი რეალობა. თუმცა ყველაფერზე შეიძლება შეთანხმების მიღწევა“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
ამასთან, მისივე თქმით, რუსეთი თავიდანვე კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრე იყო.
„ჯერ კიდევ 2014 წელს ვსაუბრობდით ამაზე: მოდით, დაგეხმარებით, რომ მაშინდელი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთთან შეთანხმებას მიაღწიოთ. არა, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქვემეხები და თვითმფრინავები გამოიყენეს, ფაქტობრივად, ომი გააჩაღეს. შემდეგ იყო მინსკის შეთანხმებები. ჩვენ ხომ ყოველთვის ვცდილობდით, მათ შეთანხმებისთვის მიეღწიათ უკრაინის იმ ნაწილთან, რომელიც ხელისუფლების ძალადობრივ გადატრიალებას არ ეთანხმებოდა. არა, ამაზე უარი თქვეს. შემდეგ, დონბასში ხალხის დაცვის მიზნით ჩვენი მოქმედებების დაწყებამდე მათ კიდევ ვუთხარით: მოდით, ყოველგვარი გართულების გარეშე შევთანხმდეთ. არა, ვიომებთო“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.