ვლადიმერ პუტინი - ბევრი ხმაურია მეზობელი ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების გამო, დიახ, ამას ვაკეთებთ, მაგრამ ვინ დაიწყო, ვინ დაარტყა ყირიმის ხიდს, ვინ არ აწვდის წყალს დონეცკს? 
ვლადიმერ პუტინი - ბევრი ხმაურია მეზობელი ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების გამო, დიახ, ამას ვაკეთებთ, მაგრამ ვინ დაიწყო, ვინ დაარტყა ყირიმის ხიდს, ვინ არ აწვდის წყალს დონეცკს? 

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვა არის საპასუხო ქმედებები უკრაინის დარტყმებზე.

აღნიშნულის შესახებ ვლადიმერ პუტინმა კრემლში სამხედროების დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ  განაცხადა.

„ბევრი ხმაურია მეზობელი ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ჩვენი დარტყმების გამო. დიახ, ამას ჩვენ ვაკეთებთ, მაგრამ ვინ დაიწყო? ვინ დაარტყა ყირიმის ხიდს, ვინ ააფეთქა კურსკის ატომური ელექტროსადგურიდან გამომავალი ელექტროგადამცემი ხაზები, ვინ არ აწვდის წყალს დონეცკს? მილიონიანი ქალაქისთვის წყლის არმიწოდება გენოციდის აქტია“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.