ვლადიმერ პუტინი - არ მგონია, საქმე აქეთკენ მიდიოდეს, მაგრამ სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით ბირთვული ომისთვის მზად ვართ
ვლადიმერ პუტინი - არ მგონია, საქმე აქეთკენ მიდიოდეს, მაგრამ სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით ბირთვული ომისთვის მზად ვართ

სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით რუსეთი მზადაა ბირთვული ომისთვის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, როგორც პუტინმა აღნიშნა, არ თვლის, რომ „ახლა ყველაფერი აქეთკენ მიდიოდეს“.

„სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მზად ვართ. ის ჩვენ ყოველთვის მზადყოფნაში გვაქვს”, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ თუ ამერიკა უკრაინაში ჯარისკაცებს გააგზავნის, რუსეთი ამას ქვეყანაში ინტერვენციად განიხილავს.

„ბაიდენს და სხვებს საკმარისი სპეციალისტები ჰყავთ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის სფეროში სტრატეგიული თავშეკავების ნაწილში. ამიტომ არ მგონია, რომ საქმე აქეთკენ მიდიოდეს, მაგრამ ბირთვული ომისთვის მზად ვართ”, – ამბობს პუტინი.