ვლადიმერ პუტინი - ალექსეი ნავალნი რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად ვაშინგტონის არჩევანია
ვლადიმერ პუტინი - ალექსეი ნავალნი რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად ვაშინგტონის არჩევანია

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად ვაშინგტონის არჩევანია და სწორედ ამიტომ განიცდიან აშშ-ში რუსეთის საარჩევნო კომისიის უარს მისი კანდიდატურის დაფიქსირებაზე.

გასულ თვეში რუსეთის ცესკო-მ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ნავალნის კანდიდატურა არ დაარეგისტრირა. ამის მიზეზად კი წარსულში მისი ნასამართლობა დასახელდა.

პუტინმა, რომელიც პრეზიდენტად კენჭს უკვე მეოთხე ვადით იყრის და წინასწარი მონაცემებით, გამარჯვების დიდი შანსი აქვს, აშშ-ის მხრიდან წამოსული კრიტიკა რუსეთის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევად შეაფასა.

პუტინის თქმით, ის იმედს იტოვებს, ვაშინგტონში მიხვდებიან, რომ მოსკოვთან ურთიერთობი მათი მოსაგვარებელია, ხოლო რუსეთის მიმართ ამ ბრალდებებით თავად ვნებენ აშშ-ის ინტერესებს.