ვლადიმერ პუტინი - ახლა ბურთი ტრამპის მოედანზეა
ვლადიმერ პუტინი - ახლა ბურთი ტრამპის მოედანზეა

ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, რუსეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს ფეხბურთის ბურთი აჩუქა. ჟურნალისტმა რუსეთის პრეზიდენტს სირიასთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა და აღნიშნა, რომ სირიის საკითხთან დაკავშირებით ბურთი რუსეთის მოედანზეა, რაზეც პუტინის პასუხი ასეთი იყო:

„მინდა ეს ბურთი აშშ-ის პრეზიდენტს გადავცე – ახლა ბურთი მის მხარეზეა, მით უმეტეს, რომ 2026 წელს ჩემპიონატი ამერიკის შეერთებულ შტატებში ტარდება“,- განაცხადა პუტინმა.

დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ აშშ-იც ისევე წარმატებით ჩაატარებს ჩემპიონატს, როგორც ეს რუსეთმა მოახერხა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ბურთს უმცროს შვილს, ბარონს აჩუქებს და ბურთი შესანახად მეუღლეს ესროლა, რომელიც პრესკონფერენციის დროს პირველ რიგში იჯდა.