ვლადიმერ პუტინი - აღმოსავლეთ ღუტადან დამასკოს დაბომბვას მოსკოვი არასდროს შეეგუება
ვლადიმერ პუტინი - აღმოსავლეთ ღუტადან დამასკოს დაბომბვას მოსკოვი არასდროს შეეგუება

აღმოსავლეთ ღუტადან დამასკოს დაბომბვას მოსკოვი არასდროს შეეგუება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ავსტრიის კანცლერ სებასტიან კურცისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პუტინის თქმით, სირიის კრიზისის ცხელ წერტილს, აღმოსავლეთ ღუტას სხვადასხვა ტერორისტული ჯგუფები დასაყრდენად იყენებენ და დედაქალაქს თავს ესხმიან.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის საელჩოც არაერთხელ გამხდარა თავდასხმის ობიექტი.

თავის მხრივ, ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურციმ რუსეთს მოუწოდა გავლენა მოახდინოს სირიის მთავრობაზე, რომ კრიზისი დიპლომატიური გზებით მოგვარდეს.