ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ შავ ზღვაში ნატო-ს წვრთნები მოსკოვისთვის სერიოზული გამოწვევაა
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ შავ ზღვაში ნატო-ს წვრთნები მოსკოვისთვის სერიოზული გამოწვევაა

შავ ზღვაში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის დაუგეგმავ წვრთნებში მონაწილე სტრატეგიული ტიპის ავიაცია, ბორტზე არსებული საბრძოლო შეიარაღებით, რუსეთისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, – „როიტერი“ წერს, რომ ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსულ ტელეარხ „რასია 24“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„უფრო მეტიც, ჩამოყალიბდა არა მხოლოდ საკმაოდ ძლიერი ხომალდების ჯგუფი, არამედ ამ წვრთნებში გამოიყენება ავიაციაც, მათ შორის სტრატეგიულ ტიპის. საქმე ისაა, რომ მათ ბორტზე სტრატეგიული საბრძოლო შეიარაღება აქვთ და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა“, – აღნიშნა პუტინმა.

პუტინის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც გამოთქვა ინიციატივა, ამ ტერიტორიაზე ჩატარდეს დაუგეგმავი წვრთნები ოფიციალური ვაშინგტონის ქმედებებზე საპასუხო რეაგირების მიზნით, მაგრამ ეს შეუსაბამოა, რადგან სიტუაციის ესკალაციას აზრი არ აქვს. შესაბამისად, რუსული თავდაცვის უწყება მხოლოდ ამ თვითმფრინავებისა და ხომალდების გაცილებით შემოიფარგლება.